19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
კესარია მგელაძის ევროპული ოქრო, მარიამ ცეცხლაძის – ვერცხლი
By

კესარია მგელაძის ევროპული ოქრო, მარიამ ცეცხლაძის – ვერცხლი

მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –

რუმინეთის ქალაქ მაიამიში დასრულდა ევროპის ახალგაზრდული პორველობა 8-18 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელზეც 46 ქვეყნის 926 სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ღირსებას 19 მოჭადრაკე იცავდა, მათ შორის, ორი აჭარის წარმომადგენელი და ორივე წარმატებით გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ 18-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმელმა სპორტსმენმა კვლავ შეძლო ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება – კესარია მგელაძე 14 წლამდე გოგონათა შორის ოქროს მედლის მფლობელი გახდა (მწვრთნელები – ნოდარ ლორთქიფანიძე, ნუკრი მანაგაძე), მან 9-დან 7,5 ქულა დააგროვა. ეს ტიტული 2004 და 2005 წლებში საერთაშორისო დიდოსტატ სალომე მელიას 18 წლამდე გოგონათა შორის ჰქონდა მოპოვებული.

ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ასევე გვასახელა მარიამ ცეცხლაძემ (მწვრთნელი -დავით მაღალაშვილი), რომელმაც 9-დან 7 ქულით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა (ეს ტიტული 2003 წელს ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მირანდა მიქაძეს ჰქონდა მოპოვებული, 2008 წელს კი 8 წლამდე ჭაბუკებში, ირაკლი ახვლედიანს).

ასევე აღსანიშნავია 8 წლამდე გოგონათა შორის თბილისელი მარიამ რეხვიაშვილის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი (მწვრთნელი – იოსებ კვირიაშვილი).

საპრიზო ხუთეულში გავიდნენ: 12 წლამდე ჭაბუკთა შორის – გაბრიელ გაბადაძე (მე-5 ადგილი), 12 წლამდე გოგონათა შორის ბარბარე აშოთია (მეორე-მეხუთე ადგილი, კოეფიციენტით მეხუთე), 14 წლამდე გოგონათა შორის ანასტასია  კირთაძე (მეორე-მეხუთე ადგილი, კოეფიციენტით -მეოთხე).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ წარგზავნილ დელეგაციას პედაგოგი იოსებ კვირიაშვილი ხელძღვანელობდა.

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *