19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
By

კვორუმი რამდენჯერმე ვერ შედგა – 15 საათზე ხელახლა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის რეგისტრაცია 15:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია შეგნებულად არ გადის რეგისტრაციას, რის გამოც კვორუმი რამდენჯერმე ვერ შედგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, სხდომაზე 15:00 საათისთვის გამოცხადდნენ.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს კვორუმის გამო ვერ იწყება. სხდომის გახსნისთვის საჭიროა 76 კანონმდებლის რეგისტრაცია.

  • No Comments
  • ივნისი 11, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *