კიევზე იერიშს გუშინ 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა 3 ბავშვი
By

კიევზე იერიშს გუშინ 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა 3 ბავშვი

რუსეთის მიერ კიევზე 31 ივლისს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28-ს მიაღწია, მათ შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აღემატება, მათ შორის 16 ბავშვია. უკრაინული მედია წერს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქის ხელისუფლებამ 1 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა. 31 ივლისს რუსეთმა კიევის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რვა რაკეტა გაუშვა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *