
By
„კიევისა და სხვა იდიოტების პროვოკაციული იდეის განხორციელება, ნატოსთვის რუსული დრონების ჩამოგდების ნებართვის შესახებ, რუსეთთან ომს ნიშნავს“
„სერიოზულად რომ ვთქვათ, კიევისა და სხვა იდიოტების პროვოკაციული იდეის განხორციელება „უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის“ შექმნისა და ნატოს ქვეყნებისთვის ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ომს ნატოსა და რუსეთს შორის“, – წერს სოციალურ ქსელში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
ამასთან, ის ესტონეთის თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის უკრაინაში ვიზიტსაც ეხმაურება.
„კიევში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. იმუქრება. რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო თავხედები და სულელები არიან ხელმძღვანელები“, – აცხადებს მედვედევი.