კლუბები მუშაობას აგრძელებენ
By

კლუბები მუშაობას აგრძელებენ

უკვე მეოთხე წელია შუახევის სკოლებში მხატვრული ლიტერატურისა და ინგლისური ენის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბები მოქმედებს. პროექტი შუახევის თვითმმართველობის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ინიციატივით  ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა ღონისძიებაში, კონკურსსა და ოლიმპიადებში. მხატვრული კლუბების მუშაობას უძღვებიან ახალდაბის, დაბა შუახევისა და დაბაძველის საჯარო სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მალვინა ზოიძე, მზია გოგაძე, ჯეირან ზაქარაძე, ხოლო უცხო ენის – ხაბელაშვილების, ახალდაბის, დაბა შუახევის  ინგლისური ენის მასწავლებლები ნანა ვასაძე-ჯანელიძე, ხათუნა ფარტენაძე და ცირა სოლომონიძე. ორივე კლუბის საქმიანობაში 120-მდე მოსწავლეა  ჩართული.

 

შუახევის საჯარო სკოლის დარბაზმა გასული სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა. იგი გახსნა შუახევის საგანმანათლებლო რესურს, ცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ. კლუბების საქმიანობის ანგარიში წარადგინეს მალვინა ზოიძემ, მზია გოგაძემ  და ხათუნა ფარტენაძემ

შეკრებილებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძე, მერიის სამსახურის უფროსი ფრიდონ დავითაძე. მათ  ახალგაზრდებს წარმატება უსურვეს და აღნიშნეს, რომ თვითმმართველობა მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საგანმანათლებლო სიახლეებს.

მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის სერტიფიკატები გადასცეს,  მასწავლებლები კი  მადლობის ბარათებით დააჯილდოვეს.

კლუბები მუშაობას აგრძელებენ.

ცოტნე ცაბაძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *