კობახიძე: უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა
By

კობახიძე: უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა

„საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა პირველი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

„2017 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • თებერვალი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *