18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

კოვიდვითარება მძიმდება

ცეცილი ირემაძე: 27 48 93 – საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – 1, კახეთში – 1 ადამიანი. ამჟამად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 703-ს, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 79 678-ს შეადგენს. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3 020 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 354 შემთხვევა კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 410, იმერეთი – 398, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 248, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, კახეთი – 126, გურია – 60, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. საავადმყოფოებში მკურნალობს 5 592 ადამიანი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 629, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130. ქვეყნის მასშტაბით სულ 735 მძიმე პაციენტია,, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31. კოვიდსასტუმროებში მკურნალობს 3 280 ადამიანი, მათ შორის 1 551 – აჭარაში, 1239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში. ბინაზე მკურნალობს 8 016 პირი, რაც აქტიური შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 326 პირი, მათ შორის თბილისში – 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში – 32. სულ 6 ოქტომბრიდან – 13 ნოემბრის პერიოდში საზღვრიდან გადმოყვანილია 15 267 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში – 17 972, იმერეთში – 4 964.]]>

  • No Comments
  • ნოემბერი 15, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *