19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
კოვიდინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან 494 აჭარაში დადასტურდა
By

კოვიდინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან 494 აჭარაში დადასტურდა

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 494 ადამიანს დაუდასტურდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 653 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 534 -ანტიგენის ტესტით, 17 119 – პისიარ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 532 171-ს.

25 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.46%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 10.77% ხოლო შვიდი დღის განმავლობაში – 10.51%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 611 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 468 917-მდე. კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1 540 შემთხვევა, აჭარაში – 494, იმერეთში – 462, ქვემო ქართლში – 312, შიდა ქართლში – 274, გურიაში – 119, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 334, კახეთში – 361, მცხეთა-მთიანეთში – 102, სამცხე-ჯავახეთში – 99, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევის რიცხვია 56 200. აქედან 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 134, აჭარაში – 1 024, იმერეთში – 1 074. მძიმე პაციენტია 1 563 პირი, მათ შორის თბილისში – 650, აჭარაში – 163, იმერეთში – 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 34, იმერეთში – 27.

3 348 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 470 – თბილისში, 1 270 – აჭარაში. 45 495 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 127, ხოლო აჭარაში – ორი.

6 ოქტომბრიდან 25 აგვისტოს პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 102 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28 441, პირი, აჭარაში – 7 790, იმერეთში – 4 762.

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *