კომიტეტის ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს
აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის მამუკა თურმანიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი პროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინიციატივის მომზადება, როგორც მამუკა თურმანიძემ აღნიშნა, საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი, პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია.