19 C ბათუმი
Wednesday 16th July 2025
 კომიტეტმა ნინო ჩხეტიასა და არჩილ სამნიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი მომზადებულად მიიჩნია
By

 კომიტეტმა ნინო ჩხეტიასა და არჩილ სამნიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი მომზადებულად მიიჩნია

 

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, უმაღლესი საბჭოს ვადამდე გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების – ნინო ჩხეტიასა და არჩილ სამნიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა სხდომაზე მიიღეს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამივე საკითხი ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიიდან (უსკო) უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილია უსკოს თავმჯდომარის განკარგულება და შესაბამისი დოკუმენტაცია.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება და საბოლოოდ, საკითხი უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომას გადაეცემა.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს და უმაღლესი საბჭოს სხდომისთვის, გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნიეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს – ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრების დავით გაბაიძისა და მამუკა თურმანიძის მიერ ინიცირებული პაკეტის მომზადება საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებითაა განპირობებული.

მომხსენებლის განმარტებით, ინიციატივა არაერთ ტექნიკურ ცვლილებას ითვალისწინებს, თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლებიც ეხება უსკოს წევრთა შესარჩევი კონკურსის წესსა და კონკურსში მონაწილე კანდიდატთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

  • No Comments
  • ივლისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *