კომიტეტმა 2026 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, 2026 წლის სამოქმედო გეგმა და 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
ცოტნე ანანიძის განცხადებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს: კანონშემოქმედებითი საქმიანობის განვითარება, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება, საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაცია და კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება. ყურადღება დაეთმობა, ასევე, თემატურ მოკვლევებს და სამართლებრივ კონსულტაციებს, რაც, მისი თქმით, მოქალაქეთა მომართვიანობის ზრდას ემსახურება.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს, მისი განხილვა გაგრძელდება პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.