
კონკურსი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით
პროგრამის „ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა“ ფარგლებში, შესარჩევი კონკურსი გაიმართა.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს შემოსული იყო 22 განცხადება. გამარჯვებულებს შესაბამისი კომისია პროექტების შესწავლის შედეგად გამოავლენს.
,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა თანამონაწილეობის პრინციპით ხორციელდება. თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %–ს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სრულწლოვან ფიზიკურ პირებს, ქალებს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს. ეროვნული უმცირესობები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ქალები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დედები, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები თავისუფლდებიან თანამონაწილეობის ვალდებულებისგან.
პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, ქალთა თანაბარი უფლებებისა და გაძლიერების მხარდაჭერას“, – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის“ პროგრამას მერია 2022 წლიდან ახორციელებს. უკვე დაფინანსებულია 34 ბენეფიციარი.
გალერეა
