18 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
კონფერენცია ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდასაჭერად
By

კონფერენცია ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდასაჭერად

„მომავლის პროფესიები და ციფრული ერა“ – ასე ერქვა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას, რომელსაც ექსპერტი ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ზვიად გაბისონია უძღვებოდა.
კონფერენციის მიზანი ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდაჭერა, მათი მოტივაცია და ინოვაციური პროფესიების შესახებ ინფორმირება იყო.
ღონისძიებას აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 150 ახალგაზრდა ესწრებოდა. მათ მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის გავლენა ჩვენს აწმყოსა და მომავალზე, ტექნოლოგიების გავლენა პროფესიებზე, უნარები და კომპეტენციები მომავლის პროფესიებისთვის, როგორ იცვლება შრომის ბაზარი გლობალურად, განათლების სფერო და ტექნოლოგიები.

ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.
ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *