კონცერტზე „ბითლზების“ ცნობილი ჰიტები გაჟღერდა
By

კონცერტზე „ბითლზების“ ცნობილი ჰიტები გაჟღერდა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის კონცერტი „The Beatles“ გაიმართა.

საღამოზე შესრულდა პოპისა და როკ-ენ-როლის ლეგენდარულ ჯგუფ `ბითლზის~ ყველაზე ცნობილი ჰიტების განსხვავებული ვერსიები. ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ინტერპრეტაციებმა მაყურებლის მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.

ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *