კოტე მჟავია ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად დაინიშნა
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – დირექტორის პოზიციაზე მსახიობი და რეჟისორი კოტე მჟავია დაინიშნა. ის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
კოტე მჟავიამ დაამთავრა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1999 წლიდან დღემდე არის ლიტერატურული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრში მუშაობდა როგორც მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელი:
2012–2016 წლებში გახლდათ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
2005-2010 წლებში – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი;
2006-2009 წლებში – ახმეტელის თეატრის მსახიობი;
1999–2005 წლებში – რუსთავის საბავშვო თეატრის მსახიობი;
1998–2003 წლებში – მერაბ კოსტავას სახელობის მუსიკალურ-ლიტერატურული თეატრის ადმინისტრატორი.
თეატრალები იმედოვნებენ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი, რომლის დასიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, კოტე მჟავიას ხელმძღვანელობით, ახალ შემოქმედებით ენერგიასა და შთაგონებას იპოვის და ხელოვნებაში ყველაზე მთავარს – სწორ გზავნილებს მიიტანს საზოგადოებასთან.