კრემლმა დაადასტურა, რომ  დონალდ ტრამპი და   ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ
By

კრემლმა დაადასტურა, რომ  დონალდ ტრამპი და   ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ

abcnews-ის ინფორმაციით,  კრემლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტული თარიღი და ადგილმდებარეობა ჯერ არ სახელდება.
abcnews-ის ცნობით, პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ „პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება“ და დასძინა, რომ „სამიტზე მუშაობა უკვე დაწყებულია“.
უშაკოვის თქმით, თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა პუტინს, ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის იდეა წამოჭრა, თუმცა მომავალი შეხვედრა მხოლოდ ტრამპსა და პუტინს შორის გაიმართება.

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *