„კულტურა მთაში“ – მეორე ღონისძიება
By

„კულტურა მთაში“ – მეორე ღონისძიება

 

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება  პროგრამა „კულტურა მთაში“, რომლის მიზანია მთიან აჭარაში შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება. პროგრამის ფარგლებში, ხულოს პროფესიულ დრამატულ თეატრში, რიგით მეორე კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული  ანსამბლი „ელესა“;  შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი „ნაი“; შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის გოგონათა ბენდი „117“; ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“.

კონცერტს  ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, შუახევისა და ხულოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თამაზ მგზავრიძე

 

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *