კულტურის სფეროს განვითარების გეგმები განიხილეს
By

კულტურის სფეროს განვითარების გეგმები განიხილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნიას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აჭარის კულტურული პოტენციალის გაძლიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, რაც კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

აღინიშნა, რომ კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობა და კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც უზრუნველყოფს რეგიონის კულტურული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას და აჭარის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე.

  • No Comments
  • დეკემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *