18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის
By

კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის

„მუსიკალური ბათუმი 2025“ – ასე ჰქვია აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, გონიოს ციხის ტერიტორიაზე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი გაიმართა.

კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, „მუსიკალური ბათუმი 2025“ პროგრამის მიზანია წელიწადის ოთხივე სეზონი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით დაიტვირთოს, რათა რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ვიზიტიორებისთვის და განვითარდეს კულტურული ტურიზმი.

ანსამბლი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით წარსდგა. საღამო ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიება ანსამბლ ,,რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა გახსნა. მან აჭარის კულტურის მინისტრს ქართული ფოლკლორის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრთან და მოადგილეებთან ერთად, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

  • No Comments
  • ივნისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *