By
კულტურული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთში, ბურსაში „მარმარას კავკასიურ-ქართული ფედერაციის“ პრეზიდენტ ომერ ფარუქ დემირთაშთან (ომერ მიქელაძე) და საქართველოს პარლამენტში მაღალმთიანი აჭარის დელეგატ ანზორ ბოლქვაძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქართველებით დასახლებულ რეგიონებში კულტურული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს დიასპორასთან ურთიერთობის გაღრმავებასა და განმტკიცებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილეები – ბადრი ნაკაშიძე და ირმა აბულაძე, ასევე, კულტურის დეპარტამენტის ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი მადონა თევზაძე.
