ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
By

ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, გრიგორიადისმა გლდანის ციხე დატოვა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები დახვდნენ.

  • No Comments
  • აპრილი 24, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *