ლევან მაჭავარიანი – საიას შეუძლია, სასამართლოს ნებისმიერ რაღაცაზე მიმართოს
By

ლევან მაჭავარიანი – საიას შეუძლია, სასამართლოს ნებისმიერ რაღაცაზე მიმართოს

როგორც უკვე ცნობილია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ,  რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს. მათ განცხადებას გამოეხმაურა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი. მისი თქმით,  საიას შეუძლია, სასამართლოს ნებისმიერ რაღაცაზე მიმართოს. ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო.  მაჭავარიანის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ პოლიტიკური მიზნების გარდა, საიას სხვა მიზნები ამოძრავებდეს. „რაც შეეხება ზღაპრებს მოწამვლასთან და ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა. პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაც ძალაშია – ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორს შეუძლია ჩამობრძანდეს და ყველა საგამოძიებო მასალას მივაწვდით, რათა თავიანთი დასკვნა დადონ. ამ შეთავაზებაზე გამოხმაურება დღემდე არ ყოფილა. ძალიან ეჭვი მეპარება, საიას, პოლიტიკური მიზნების გარდა, სხვა მიზნები ამოძრავებდეს. საიაც ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

 

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *