19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ლევან რატიანი: ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია
By

ლევან რატიანი: ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

– პაციენტი შემოყვანილია დღეს დილით, დაახლოებით 06:30 საათზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ- ჰემორაგიული შოკი. ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული, – განაცხადა რატიანმა.

 

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *