ლევან ხაბეიშვილი – ვვარაუდობ, რომ ლაშა ცანავას პატიმრობას მიუსჯიან
By

ლევან ხაბეიშვილი – ვვარაუდობ, რომ ლაშა ცანავას პატიმრობას მიუსჯიან

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მისი თანაგუნდელის ლაშა ცანავას დაკავებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ცანავას პატიმრობას მიუსჯიან, რადგან იგი ლევან ხაბეიშვილის გვერდით დგას და მისი მეგობარია.
„ლაშა პატრიოტია. საკუთარი ოჯახის მოყვარული, უანგარო ქართველი, რომელიც ყველა ბრძოლაში ჩემ გვერდით იდგა, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ის არის ჩემი მეგობარი და ძმა, სწორედ ამიტომ დააკავეს, უნდათ, ჩემზე ზეწოლა მოახდინონ. დღეს ლაშა დააკავეს, ხვალ ტიტუშკას მომიგზავნიან.
დარწმუნებული ვარ, სასამართლოზე ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდება. ლაშა მებრძოლი ადამიანია და იქ ისაუბრებს აბსოლუტურ სიმართლეზე, რაც საზოგადოებისთვისაც ბევრ რამეს გაამხელს.
ვვარაუდობ, რომ მას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით, არ სურთ, ჩემ გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც, თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით, დაგიჭერენ. ბოდიში და, ჩემ გვერდით კობახიძის მსგავსი მხდალი ადამიანები არ დგანან – ჩემ გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, მებრძოლი ადამიანები. ჩვენ ბევრნი ვიქნებით. ამას ყველა ნახავს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს.

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *