
By
„ლელოში“ აცხადებენ, რომ პარტიის ანგარიშები დააყადაღეს
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტიის ანგარიშები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა. მისივე ცნობით, შესაბამისი შინაარსის წერილი დღეს მიიღეს.
„ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თავს გვესხმის აღსრულების ეროვნული ბიურო. ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიშები არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცეთ მის ძალადობრივ რეჟიმს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე.