By
„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა
სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს მომხდარმა ძლიერმა ხანძარმა 11 ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღე, რომელმაც ქალაქს, ოჯახებსა და ახლობლებს მძიმე ტკივილი მოუტანა,
სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მათი ტკივილი საზოგადოების საერთო ტკივილია.

„მინდა, პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და თანადგომა გამოვუცხადო მათ ოჯახებსა და ახლობლებს. მათი სახელის უკვდავყოფა, მათი ხსოვნის პატივისცემა ჩვენი ვალდებულებაა“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა.
დაღუპულთა ხსოვნას, ასევე, პატივი მიაგეს ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, ქალაქის საკრებულოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.
