
„ლიტერატურა – იალაღებზე“ მეორედ გაიმართება
შარშან მწერალ ვახტანგ გოგრაჭაძისა და პოეტ ნანა შაინიძის ინიციატივით, ხულოს, შუახევისა და ქედის ალპურ საძოვრებზე ღონისძიება „ლიტერატურა იალაღებზე“ გაიმართა.
პროექტში, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ აჭარაში მომუშავე მსახიობები, პოეტები და მწერლები, აქტიურად ჩაერთნენ მწყემსები, მემთეურები, ბავშვები. ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ქედის, ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით იმართებოდა.
„ლიტერატურა – იალაღებზე“ წელსაც გაიმართება. სახალხო დღესასწაულ „შუამთობის“ წინა დღეებში, კერძოდ, 22-23 ივლისს, სტუმრებს მთა თეთრობი უმასპინძლებს, 24-25 ივლისს – თაგინური. პროექტი 26 ივლისს ქედის რაიონის მთა ნაკონაღარზე გასვლით დამთავრდება. აჭარაში მომუშავე პოეტებთან ერთად, ღონისძიებაში თბილისელი პოეტები და მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.
ცოტნე ცაბაძე