
By
ლოკალური ადაპტაციის ჯგუფის პირველი შეხვედრა
შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ლოკალური ადაპტაციის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის მუშაობაში მის გუნდთან ერთად ჩართულნი არიან საჯარო მოხელეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, მოსახლეობის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები.
ჯგუფი შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რაც მუნიციპალიტეტს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების პრევენციასა და ეფექტურად გადაჭრის გზების ძიებაში დაეხმარება.
ამ სამუშაოების პარალელურად, შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგრანტო პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მწვანე სივრცისა და გელაურის მწვანე პარკის მოწყობა მიმდინარეობს.