By
ლულუ დიასამიძე საქართველოს ჩემპიონია
თბილისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისიტემით, 9 ტურად ჩატარდა, დაითვალა ფიდეს რეიტინგიც. ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
აჭარიდან ჩემპიონატში ლულუ დიასამიძე და მარიამ კალანდაძე მონაწილეობდნენ.
წარმატებით იასპარეზა აჭარის წარმომადგენელმა ლულუ დიასამიძემ, რომელმაც 20 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე). მარიამ კალანდაძემ 9-დან 5 ქულა მოიპოვა.
მანანა ძიძიშვილი