მადონა არძენაძე – ახალი დირექტორი
მადონა არძენაძე ხიჭაურის ბაგა-ბაღს მისი გახსნის დღიდან ხელმძღვანელობდა. სამსახურებრივ მოვალეობას აქტიურად უხამებს მეცნიერულ კვლევებს, იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. სადისერტაციო ნაშრომი ცნობილ მწერალ ემენ დავითაძის შემოქმედებას მიუძღვნა.
2026 წლის დასაწყისში მადონა არძენაძეს შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დიდი ნდობა გამოუცხადა- იგი ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორად დაინიშნა.
– სკოლამდელი დაწესებულება, სკოლა, ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტი ჩემი საქმიანობის არეალი იყო. იმ გარემოს, ადამიანებს, სადაც ამიერიდან ხელმძღვანელის რანგში მუშაობა მერგო, კარგად ვიცნობ, მათი თანადგომის მჯერა იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რასაც მომავალი თაობის აღზრდა და ბაგა-ბაღების გამართული მუშაობა გვავალდებულებს,- გვითხრა მადონა არძენაძემ.
ცოტნე ცაბაძე