18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება
By

მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო წამლობით ღონისძიებას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ამ დროისთვის თერმული ნისლით 2520 ჰექტარი, ხოლო ცივი შესხურებით 272 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, სახელმწიფო შესაბამის ღონისძიებებს ინტენსიურად გააგრძელებს.

 

  • No Comments
  • ივნისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *