
მაია ბითაძე: ზელენსკის ვურჩევ, ყურადღება გაამახვილოს უკრაინაში გენოფონდის შენარჩუნებაზე
უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპისთვის“, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„უმჯობესი იქნება, პირველ რიგში თავის ქვეყანას მიხედოს, თავის ქვეყანაზე იფიქროს, მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც ისინი იმყოფებიან. უკრაინელი ხალხი თვითონ მიხედავს თავის პრეზიდენტს და მთავრობასაც. ჩვენ – ქართველი ხალხი როგორმე მივხედავთ ჩვენს ქვეყანას “, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ დეზინფორმაციის გამავრცელებელი უწოდა. გამსახურდია აცხადებს, რომ ზელენსკი პირდაპირ ასრულებს „დიფ სთეითის“ დავალებას და მას „რუსებზე ქვეყნის ჩამბარებელს“ უწოდებს:
„აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის, ეს მასხარა – ვოვას პროექტი, პირდაპირ ასრულებს „დიფ სთეითის“ დავალებას, ისევე, როგორც რუსეთის. ეს რუსებზე ქვეყნის ჩამბარებელი იცლის და ჩვენზე საუბრობს ტრიბუნიდან, რომელიც უნდა გამოიყენოს საკუთარი ქვეყნის სასიკეთოდ. რას ვიზამთ, ვერ და არ შედგა მასხარიდან მსოფლიო პოლიტიკოსი, ისევ ხრეშჩატიკზე, რესტორან „პერვაკში“, „კლოუნობისთვის“ ჯიბეში ჩაკუჭული 100 დოლარით მახსოვს ეგ ბიჭი“.