მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
By

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

იუნესკოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

მათ კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა და ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში მიღწეულ პროგრესზე.

რეგიონულ საკითხებზე საუბრისას, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას, რაც, მათი შეფასებით, რეგიონული ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძველია.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით.

მაკა ბოჭორიშვილმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ასევე, გამოთქვეს პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *