By
მაკა ბოჭორიშვილი კატარის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.
მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.
გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურებისთვის მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თბილისში გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგის განსაზღვრაში.