მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
By

მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2026 წლის 4 მარტს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობაზე.

„განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ამ კონტექსტში, მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონული სტაბილურობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება საერთო ინტერესს წარმოადგენს.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა, აქტიური წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • მარტი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *