მამუკა მდინარაძე – კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერასდროს იოცნებებენ
By

მამუკა მდინარაძე – კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერასდროს იოცნებებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერები „ინტერესით კვდებიან“, ვის დაასახელებს მმართველი პარტია თბილისი მერობის კანდიდატად.

მისი თქმით, მათ „ერთკვირიანი დაბნეულობისთვის“ ქართან ფლირტი გადაწყვიტეს“.
„ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო – არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს. „ინტერესით კვდებიან“ ვის დაასახელებს მმართველი პარტია.
მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი „დაბნეულობისთვის“ ქართან ფლირტი გადაწყვიტეს.
არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“, – წერს მდინარაძე.

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *