
By
მამუკა მდინარაძის ახალი გუნდი ხვალ გახდება ცნობილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავისი გუნდით მივა, რომლის შესახებაც ხვალ გახდება ცნობილი.
„ჩემი გუნდით მივალ. ვინ იქნება ჩემი გუნდი, ხვალ გაიგებთ. ირაკლი ბერაია აღარ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ბერაია ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს, რომლითაც ამ სამსახურში, დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით ვიმუშავებ. თქვენ (ჟურნალისტებს) ყოველთვის გგონიათ, რომ როდესაც ადამიანი პოზიციას იცვლის, იმას ვინმე რამეს ერჩის, რაც არის არასწორი მიდგომა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დღეს დაამტკიცა.