მამუკა ხაზარაძე: ოპოზიციას აერთიანებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა
By

მამუკა ხაზარაძე: ოპოზიციას აერთიანებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა

პატიმრობაში მყოფი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ „არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა.

„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს – კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს! და თავისუფლება სინდისის პატიმრებს!

არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. „ქართული ოცნების“არალეგიტიმურობა დამტკიცებული და გაცხადებულია საერთაშორისო დონეზე.

რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების“ სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!

რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

 

 

 

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *