მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ყრილობაზე ახალი სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდა
By

მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ყრილობაზე ახალი სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდა

ცოტნე ცაბაძე 274894 –

ახლახან აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის მესამე ყრილობა გაიმართა, რომელიც კავშირის უხუცესმა წევრმა რაჟდენ ფუტკარაძემ გახსნა.

კავშირის  წესდებაში ცვლილებები და დამატებები შევიდა. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მახარაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი ვლადიმერ მახარაძე.

მახარაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობამ საპატიო სიგელით დააჯილდოვა ღვაწლმოსილი ბიზნესმენი სულიკო მახარაძე, რომელსაც ყრილობის მონაწილეებმა დაბადებიდან 75 წელი მიულოცეს.

  • No Comments
  • აგვისტო 29, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *