By
მანდატურების ხელფასი 300-ლარით იზრდება
სკოლის მანდატურების ხელფასი 300-ლარით იზრდება. გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მანდატურების თვიური ანაზღაურება 1 400 ლარის ნაცვლად, 1 700 ლარით განისაზღვრა. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 13 იანვრის ბრძანებაშია აღნიშნული, ხელფასის მატება შეეხებათ როგორც საჯარო, ასევე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებს.