19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
მანდატურები მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას განაგრძობენ
By

მანდატურები მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას განაგრძობენ

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა“ და შსს-ის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლებში საგაკვეთილო პროცესის აღდგენამდე მანდატურები საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების დაცვას განაგრძობენ.

მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე მანდატურების საქმიანობას ყოველდღიურ რეჟიმში პირადად ეცნობა: „მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, მანდატურებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სახელმწიფოს დახმარებოდნენ და მათი რესურსი, საჭიროებისამებრ, მაქსიმალურად ყოფილიყო გამოყენებული. ეს ძალზე დასაფასებელია, რისთვისაც უკლებლივ ყველა მანდატური, რომელიც დღეს ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს“, – აღნიშნავს იგი.
საქართველოს სხვადასხვა საკარანტინო ზონის პერიმეტრზე, შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უსაფრთხოებას 200 კვალიფიციური მანდატური უზრუნველყოფს, 100 გადამზადებული მანდატური კი მთავრობის ცხელ ხაზზე მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციას აწვდის.

  • No Comments
  • მაისი 13, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *