მაჟორიტარები წარადგინეს
By

 მაჟორიტარები წარადგინეს

შუახევის მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამჯერად 7 მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად, 9 მაჟორიტარს აირჩევენ. მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ცხრავე ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

შუბნის ოლქში კენჭს მოქმედი მაჟორიტარი ფრიდონ ვლადიმერის ძე ფუტკარაძე იყრის. მოქმედი მაჟორიტარები ემზარ აბაშიძე, მალხაზ ტაკიძე და მურად ქათამაძე უიუიფტგგფფგფგკენჭს იყრიან დღვანის, ჭვანისა და ბარათაულის ოლებში. ახალია ოლადაურის მაჟორიტარული ოლქი, სადაც კენჭს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი გიორგი ფუტკარაძე იყრის. მერის წარმომადგენლები სულიკო ბოლქვაძე, ემზარ, გია დავითაძეები კენჭს იყრიან წყალსაყრის, უჩამბისა და დაბა შუახევის საარჩევნო ოლქებში (წყალსაყრის ოლქიც ახლად დამატებულია. მოქმედ საკრებულოში წყალსაყარი და ბარათაული ერთი ოლქი იყო).

ზამლეთის საარჩევნო ოლქში კენჭს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე გოჩა მიქელაძე იყრის.

ჯერ კიდევ გასაიდუმლებულია მმართველი პარტიის პროპორციული სიის ათეული. ცნობილია მხოლოდ სიის პირველი ნომერი – იაგო დავითაძე, რომელიც შუახეველებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ადრე წარუდგინა.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *