მარიამ გორგაძემ პირველი შეხვედრა მოიგო
By

მარიამ გორგაძემ პირველი შეხვედრა მოიგო

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გრძელდება ევროპის ზაფხულის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც სპორტის 15 სახეობაში კონტინენტის 49 ქვეყნის 3 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

საქართველოდან გუშინ აჭარის ორმა წარმომადგენელმა იასპარეზა და ორივემ წარმატებით.

საბა ბოლქვაძემ ძიუდოში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ხოლო მარიამ გორგაძემ მაგიდის ჩოგბურთში პირველი შეხვედრა თავის ქვეჯგუფში კოსოვოელ ჯონა ჰასართან გამართა და ანგარიშით 3:0 დამაჯერებლად დაამარცხა.

როგორც მარიამის პირადმა მწვრთნელმა ავთანდილ მენაბდემ გვითხრა, მას კიდევ რამდენიმე თამაში აქვს გასამართი.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *