
By
მარიამ ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტი – ყაზახეთსა და უზბეკეთში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
უწყების ცნობით, ყაზახეთში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევსა და ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან.
ყაზახეთის შემდეგ მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთს ეწვევა.