მარიამ ქვრივიშვილი სომხეთში გაემგზავრა
By

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთში გაემგზავრა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანთან, ასევე, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან. მხარეები საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე. ერევანში დაგეგმილ შეხვედრებში ასევე, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

  • No Comments
  • თებერვალი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *