მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ტომი პიგოტის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მხარეებმა „პარტნიორობის გადატვირთვისა“ და კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს. „სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობა. ერთგული ვართ საქართველო-აშშ-ის კავშირების განმტკიცების, რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“, – წერს ირაკლი კობახიძე.