
By
მარკო რუბიო: უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს
„ტრამპის მოთმინება უსასრულო არ არის, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„უკრაინაში ომი უჩვეულო გამოწვევა აღმოჩნდა, პრეზიდენტი დაუღალავად მუშაობდა ამაზე, მან უზარმაზარი დრო და ენერგია დახარჯა, ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ომი დასრულებულიყო. ომი, რომელიც სამხედრო გზით ვერ დასრულდება, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, რომ ეს დასრულებულიყო. პრეზიდენტმა არაჩვეულებრივი მოთმინება გამოიჩინა დამატებითი სანქციების კუთხით იმ იმედით, რომ ამ მხრივ გარღვევას მიაღწევდა. ჩვენ შევედით იმ პერიოდში, რაც, როგორც ჩანს, პოტენციურად ესკალაციაც კია“ – აღნიშნა რუბიომ.