მარკო რუბიო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს სათავეში ჩაუდგება
By

მარკო რუბიო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს სათავეში ჩაუდგება

უცხოური გავლენიანი გამოცემის The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს სათავეში ჩაუდგება.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრის დროს მიიღეს. ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე მრჩევლები და ნატოს წარმომადგენლები.
ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები ოთხი კომპონენტისგან შედგება: სამხედროების ყოფნა უკრაინაში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, შეიარაღება და ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.
მათი თქმით, არსებობს მრავალი გზა, რითაც აშშ-ს შეუძლია ევროპელ მშვიდობისმყოფელებს ირიბად დაეხმაროს ისე, რომ საკუთარი ჯარი უკრაინაში არ გააგზავნოს.

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *