მარტა კოსი ევროპარლამენტს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს
By

მარტა კოსი ევროპარლამენტს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს.

როგორც ევროპარლამენტში განმარტავენ, განხილვისას გაიმართება დებატები, რომლებიც შეეხება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს.

კომისია შეაფასებს თითოეულ ქვეყანას ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების მიხედვით, რის შემდეგაც კომიტეტის მომხსენებლები მოამზადებენ რეზოლუციებს, რომლებიც პარლამენტის დასკვნებსა და რეკომენდაციებს გააერთიანებს.

გაფართოების საკითხზე საუბრისას, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში.

„ეს იქნება ძალიან გრძელი და არსებითი დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ. 4 ნოემბერი ნამდვილად მნიშვნელოვანი თარიღია – ამ დღეს ბრიუსელში პრესკონფერენციას გამართავენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, ხოლო თბილისში მე ჩავატარებ პრესკონფერენციას, რათა დეტალურად ვუპასუხო კითხვებს საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *