მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს
By

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბაში 50 სანტიმეტრია. გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. ამ დროისთვის თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ აჭარაში უამინდობამ რიგი პრობლემა შექმნა. ძლიერმა ქარმა ქობულეთში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მივიდნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *